18:08 | 2021-03-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო – მამა, რომელმაც უცხოეთიდან შვილის გადმოსვენებაზე უარი თქვა

გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო – მამა, რომელმაც უცხოეთიდან შვილის გადმოსვენებაზე უარი თქვა

ირაკლი რამიშვილი შუა ხნის ასაკში, უცხოეთში ისე გარდაიცვალა, რომ ეგონა, მამა გარდაცვლილი ჰყავდა. საქართველოში მისი გადმოსვენება საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყოფილმა მეუღლემ ითავეს და სწორად მაშინ გამჟღავნდა საიდუმლო.

 

ყოფილი მეუღლე, ირმა გიქორაშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ საგარეო სქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა მამასთან, რომ გადმოსვენების საბუთებზე ხელი მოეწერა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. ახლო მომავალში მას სრულწლოვანი შვილი გადმოასვენებს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

ირმა გიქორაშვილი:

 

– მშობლები ხშირად სცოდავენ შვილების წინაშე და ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ საიდუმლო თან მიაქვთ… როდესაც გავთხოვდი, მეუღლემ მითხრა, რომ მამა 5 წლისას გარდაეცვალა და მასთან დაკავშირებით დიდი მოგონებები არ ჰქონდა, – ერთი-ორი კადრი მაქვს მეხსიერებაში შემორჩენილი მამაზე, მის საფლავზეც არა ვარ ნამყოფიო. დედას უთქვამს, დედამთილს არ მოვწონდი და ამის გამო შვილი საკუთარ ქალაქში, ზუგდიდში გადაასვენაო. რადგან მამის ნათესავებს დედამისი არ უნდოდათ და არც მისი შვილი, სანათესაოც არ უძებნია. დედა 15 წლისას მოუკვდა.

 

გავიდა დრო… ჩვენ განვქორწინდით. ჩემი მეუღლე წავიდა საზღვარგარეთ და განქორწინებიდან ერთ წელში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში  გადმოსვენების თაობაზე მივედი, რადგან ჩვენი შვილები არასრულწლოვნები იყვნენ და სხვა არავინ ჰყავდა. ვფიქრობდი, მე, როგორც ყოფილ მეუღლეს, უფლება მქონდა, მონაწილეობა მიმეღო მის გადმოსვენებაში. თუმცა, შოკი მივიღე. – უფლება არ გაქვთ, მშობელმა უნდა მოითხოვოს გადმოსვენებაო. თავი გავიგიჟე – საფლავიდან როგორ მოითხოვონ-მეთქი? – ქალბატონო, მამა ცოცხალიაო, მითხრეს.

 

გავიქეცი იუსტიციის სახლში, რომ მამის გარდაცვალების ცნობა ამეღო და მომცეს ამონაწერი, რომ გარდაცვალების შესახებ ცნობა არ იძებნება, ვინაიდან ცოცხალია… იმ შოკს ვერ ავხსნი… ოპერატორი გოგონა მიხვდა, ჩემს ემოციურ მდგომარეობას, მიზეზიც გაიგო და მითხრა „მამამთილის“ მისამართი. წავედი ამ მისამართზე შვილებთან ერთად. სახლში დამხვდა მისი და. ავუხსენი მდგომარეობა. მითხრა, – ჩემს ძმას ჰყავს ცოლ-შვილი, ადრე კი არ ჰყოლიაო. არა და, ჩემი მეუღლის მშობლებს რეგისტრირებული ქორწინება ჰქონდათ და შესაბამისი საბუთიც არსებობს. მომცა ბოლოს თავისი ძმის ტელეფონის ნომერი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ბევრ დედას დღემდე ჰგონია, რომ მისი შვილი არის გარდაცვლილი. სინამდვილეში კი შვილი გაყიდულია და ცოცხალი…”

 

დავრეკე. მიპასუხა შვილმა (აღმოჩნდა, რომ მესამე ცოლი ჰყოლია და ამ ცოლთან რომ შვილი ჰყავს, იმ გოგონამ). ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა. არაფერს ვითხოვდი, გარდა იმისა, რომ მამამისს ხელი მოეწერა შვილის გადმოსვენების საბუთებზე. გადაირია ეს გოგო, – მამაჩემი ცუდად არის, დაანებეთ თავი, მას სხვა ცოლი და სხვა შვილი არ ჰყოლიაო. ადგილზე ჩავიდა პოლიციაც, რომ ეთხოვათ საბუთებზე ხელი მოეწერა. აუხსნა, რომ ყველა ოფიციალური საბუთით, ირაკლის მამაა და რადგან გადმოსვენების ხარჯს საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებდა, ამ პროცედურას ვადა ჰქონდა და გაუქმდებოდა. ასევე ურეკავდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც, მაგრამ იღებდნენ მხოლოდ ლანძღვას. თვითონ ეს კაცი ცოცხალი თავით არავის დაალაპარაკეს, არც – მე. მამაც ამ ამბიდან რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა, ამასობაში დაიწყო პანდემიაც…

 

ახლა ჩემი უფროსი შვილი უკვე სრულწლოვანია. მორჩება პანდემიის ამბები და შევძლებთ გადმოსვენებას, რომ მამის საფლავი შვილებს ახლოს ჰქონდეთ! პირველი დამნაშავე ჩემი დედამთილია, ვიცი, რომელმაც იცოდა საიდუმლო და არ უთხრა შვილს. გავიკითხე-გამოვიკითხე… მითხრეს, რომ ჩემს დედამთილს ორი შვილი გაშვილებული ჰყოლია თბილისში, ბავშვთა სახლში. რამიშვილები იყვნენ ბავშვები, ჩემი მეუღლეც რამიშვილი იყო. არა და, ჩემი ყოფილი მეუღლე, ახალგაზრდა კაცი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არ იცოდა, რომ მამით ობოლი არ იყო, არც ის იცოდა, თუ დედმამიშვილები გაშვილებულები იყვნენ (დედმამიშვილების ამბავს დედამთილის ძმისშვილი მომიყვა, – პატარა ვიყავი და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ბებია და მამიდა მათ გაშვილებასო). აღარც ერთი ცოცხალი აღარ არის. ვის რა ვკითხო?

 

ფოტოზე მარჯვნივ ჩემი ყოფილი მეუღლეა, მარცხნივ – მამამისი და მისი შვილი კი თავს იგიჟებდა, მამა-შვილი არ არიან, მერე რა, რომ დოკუმენტებით მამააო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X