15:03 | 2021-03-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

იწვევს თუ არა თითების ტკაცუნი სახსრების დაზიანებას – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

იწვევს თუ არა თითების ტკაცუნი სახსრების დაზიანებას – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა იწვევს თითების ტკაცუნს და შესაძლებელია თუ არა, რომ სახსრები, ან ხრტილი დაზიანდეს – ამას ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს.

 

„ჩვენ ყველაზე მარტივად თითების ტკაცუნი შეგვიძლია მტევნის შემთხვევაში, რადგან გვაქვს პატარა სახსრები, ეს სინოვიური სახსრებია, რაც კვერცხის კონსინსტენციის მქონე სითხეა. სახსრებს შორის ხახუნი რომ ნაკლები იყოს, სახსარი რომ გამოკვებოს, დაიცვას სწორედ ეს სითხეა ტკაცუნის მთელი არსი.

 

როცა ჩვენ თითებს ვატკაცუნებთ და ვაწვებით, ზეწოლის დროს სახსრები იჭიმება და ძვლები ერთმანეთს შორდება. თუ ძვლები დაშორდება და მათ შორის მანძილი დაშორდება, რა მოუვა წნევას – დაეცემა და როცა სინოვიურ სითხეში ბევრი აირია გახსნილი, ეს ბუშტუკებს წარმოქმნის. ის ხმა, რომელიც მიიღება სახსრების ტკაცუნით, მიღებულია ჰაერის ბუშტუკების გახეთქვით. არც ძვალი ტყდება, არც ხრტილი ზიანდება.

 

გაირკვა ვინ არის ახალი მილიონერი საქართველოში - მან ლოტოში მილიონი მოიგო
2021-03-11გაირკვა ვინ არის ახალი მილიონერი საქართველოში - მან ლოტოში მილიონი მოიგო

 

ეს ჩვევა ვის აქვს – ადამიანს, რომელიც ნერვიულობს, როცა დაძაბულია და სტრესშია. თითების ტკაცუნი დამოკიდებულებას იწვევს, რადგან ადამიანს შუბლთან ფუძეზე აქვს ძალიან სერიოზული ბირთვი და მას ნუკლეუს აკუმბენსი ჰქვია. ეს ბირთვია კმაყოფილების ცენტრია. ეს გამოყოფს ძალიან ბევრ დოპამინს და დამოკიდებულს ხდის ადამიანს.

 

თუ თითების ტკაცუნის შემდეგ გაქვთ სახსრების ტკივილი, ეს ადრეული ნიშანია ართრიტის. იშვიათ შემთხვევაში, პოდაგრის და სხვა დაავადებების გამოვლინებაა სახსრების კუთხით.

 

თუმცა, კარგი იქნება ტკაცუნს გადაეჩვიოთ, რადგან გარკვეულწილად ეს თითებისთვის სტრესია“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X