
ბექა გოჩიაშვილი 25 წლის გახდა. ვუნდერკინდ ჯაზმენად აღიარებული, იმპროვიზატორი პიანისტი პანდემიამ, ისევე როგორც ყველა საზღვარგარეთ მოღვაწე ხელოვანი, სამშობლოში დააბრუნა.
ამერიკაში მიღებულმა მუსიკალურმა განათლებამ და ჯაზის კორიფეებთან ურთიერთობამ, ბექა ჭეშმარიტ ჯაზშემსრულებლად აქცია, რომელიც ქმნის იმ მუსიკას, რომელიც მსოფლიოს ნაწილად აქცევს.
ბექა გოჩიაშვილი: – ჩემი ძმა უკრავდა. მე სულ ინსტრუმენტის გვერდით ვიდექი და ვუყურებდი. რაღაცას კარგს აკეთებს-მეთქი, ვფიქრობდი. სამი წლისამ დავიწყე დაკვრა. პირველად სცენაზე კლასიკა შევასრულე, ჯაზი – არა. მუსიკა ჩემთვის არის ბახი.
როი ჰეინთსის კონცერტზე ბისზე გამოვიდა ჩიკ კორეა. ის კონცერტები, რომელიც იუთუბიდან ზეპირად ვიცოდი და აი, ის კაცი, ორი საათის წინ ჩემთან ერთად რომ უკრავდა სცენაზე და მერე რომ მითხრა, შენ მოხვალ და ჩემთან ერთად დაუკრავო, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, მაგრამ არა – დამაბრმავებელი. გაგრძელება…






















