23:44 | 2021-03-11 ავტორი: Prime Time

მამაკაცმა 10 წლის შვილი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ არ უნდოდა მას დამსგავსებოდა (თურქეთი)

მამაკაცმა 10 წლის შვილი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ არ უნდოდა მას დამსგავსებოდა (თურქეთი)

32 წლის ისმაილ კილინსერმა თავისი 10 წლის შვილი, ჰუსეინი მოკლა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

როგორც ისმაილმა პოლიციას განუცხადა შვილი იმიტომ მოკლა, რომ ის მას არ დამსგავსებოდა.

 

„მე ის სამოთხეში გავგზავნე მანამდე, სანამ ის ჯერ კიდევ უცოდველი იყო“,- ამბობს ისმაილი.

 

გამოცემის ინფორმაციით, ისმაილს თავისი ცხოვრების სტილის ძალიან რცხვენოდა და არ უნდოდა ბავშვიც მას დამსგავსებოდა.

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისმაილი შვილის მკვლელობას 2 კვირის განმავლობაში გეგმავდა. მან მკვლელობის დროს თავისი ცოლი, 31 წლის რაბია მაღაზიაში საყიდლებზე გაგზავნა.

 

„მეუღლე მაღაზიაში გავგზავნე. ჩემს შვილს ვუთხარი რომ უნდა მომეკლა. მას პატიება ვთხოვე, ვაკოცე და ჩავეხუტე“,- უთხრა პოლიციას ისმაილმა.

 

როგორც Mirror-ი წერს  ამ სიტყვების შემდეგ 10 წლის ისმაილმა მამას შემდეგი რაღაც უთხრა: „მეც მაპატიე მამა“.

 

ისმაილმა პოლიციას მომხდარის შესახებ თავადვე აცნობა.

ავტორი: Prime Time

X