
კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი მთელ მსოფლიოს აღელვებს.
ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა უმეტესად მწარმოებელი კომპანიებისგან, ვაქცინების მსხვილ პარტიებს მდიდარი ქვეყნები ღებულობენ,რაც ცალკე პრობლემაა.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა ვაქცინების მიმართ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიებია, რაც ადამიანებში გარკვეული შიშის და უნდობლობის გაჩენას ემსახურება.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დღეს არსებული ვაქცინებიდან, უმეტესობა კვლევის ფაზაში იმყოფებოდა, ჯანმო დიდი მოცულობის საინფორმაციო ტალღაზეგვაფრთხილებდა, რომელსაც თან დამახინჯებული და მცდარი ცნობები ახლავს.
პანდემიასთან ერთად უამრავი ჭორი და ტყუილი ვრცელდება ამბობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების გავრცელება პრაქტიკულად პანდემიის გამოცხადებასთან ერთად დაიწყო და მცდარი ინფორმაციების ნაკადი დღემდე შეუჩერებლად მოედინება.
დღეს დეზინფორმაციების კამპანია ვაქცინების წინააღმდეგაა დაწყებული. განსაკუთრებით დასავლეთში წარმოებული ვაქცინების წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომლის პირდაპირ ამოცანასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს, განაცხადა, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები, დასავლეთში წარმოებული ვაქცინების წინააღმდეგ აქტიურ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან და ამისთვის ონლაინ გამოცემებს იყენებენ.
დღეს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მედია მკვლევართან, ქეთი მურღულიასთან ერთად მოგიყვებით, რომელი ვაქცინების წინააღმდეგ ავრცელებს დამახინჯებულ და მცდარ ინფორმაციას რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ კონტროლირებადი ონლაინ გამოცემები. ამასთან შევეცდებით იმ პრევენციულ და აქტიურ კამპანიებზეც გიამბოთ, რომლებიც უნდა დავუპირისპიროთ მსგავსი სახის დეზინფორმაციებს.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ მომზადებული მასალების უკან რუსული სადაზვერვო სამსახურები დგანან: ეს სისულელეა, რუსეთის სპეცსამსახურებს არაფერი აქვთ საერთო ვაქცინების კრიტიკასთან – განაცხადა პესკოვმა.
რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებსა და ტვიტერის ანგარიშებზე ფაიზერისა და სხვა დასავლური ვაქცინების უსაფრთხოებას ხშირად აყენებდნენ ეჭვქვეშ. ზინფორმაციული გზავნილი იყო ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით ადამიანის დნმს ცვლილება და ამ გზით მსოფლიო კონტროლის დაწესება. აღნიშნული ინფორმაცია არის პანდემიის გარშემო გავრცელებული კონსპირაციული თეორიების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინის შესახებ ადამიანების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას.
უოლ სთრით ჯორნალის ცნობით, ერთ-ერთი ანტი დასავლური და დეზინფორმაციული სტატია, რომელიც რუსული სადაზვერვო სამსახურის მიერ კონტროლირებად ონლაინ მედიასაშუალებაში დაბიეჭდა, წერდა, რომ შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში აქვს ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებმაც შესაძლოა ინფექციური დაავადებების აფეთქებათა სერია გამოიწვიოს. ამ სტატიის რეპუბლიკაცია კი ბანგლადეშის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ირანის, კუბისა და შვედეთის საინფორმაციო ვებ პორტალებზე მოხდა. რა თქმა უნდა, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია, რაც შეუქცევად პროცესების დასაწყისი შეიძლება გახდეს.
მექანიზმები კი, რომელთა დაპირისპირებაც შეგვიძლია მრავალი კომპონენტის გააქტიურებას საჭიროებს, მათ შორის მედია საშუალებების, მონიტორინგის, კვლევითი ცენტრების, საზოგადოების, სახელმწიფო ორგანიზაციების.
ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე კარგი და სწორი მეთოდი მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაციის დაპირისპირებაა.
ექსპერტების აზრით ასეთი დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მიზეზი, რუსული ვაქცინის სპუტნიკ 5 ის გაყიდვების ხელშეწყობა და წინ წამოწევაა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართულ რუსულ ონლაინ გამოცემებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსულ დაზვერვასთან და რუსეთის მთავრობა მათ საერთაშორისოს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად იყენებს.
როგორც ამერიკული Wall street journal-ი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნოდბით წერს, გამოცემებს New eastern outlook და Oriental review რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური მართავს, კიდევ ერთ ონლაინ გამოცემას, News front-ს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, “ეფესბე“ კურირებს, მეოთხე გამოცემას კი რუსული „გრუ“ აკონტროლებს.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, ჩამოთვლილ ოთხივე პლატფორმას პროპაგანდისა და სიცრუის გავრცელებისთვის იყენებს – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ კონტროლირებადი ვებ-გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეპუბლიკაციას, სხვა საერთაშორისო საინფორმაციო ვებ-გვერდები ახდენენ, რაც კიდევ უფრო ზრდის დეზინფორმაციის მასშტაბებს და იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
კოვიდ-19-თან და მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ვრცელდება ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც.
ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოში ასევე ანტივაქსერული კამპანიის გააქტიურებაც. სხვადასხვა ონლაინ გამოცემებსა და ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა კონსპირაციული თეორიები ვაქცინაციის მიკროჩიპებით ჩატარების თაობაზე, მსოფლიო მოსახლეობის გაკონტროლების მიზნით. გარდა ამისა, ანტივაქსერული კამპანიის მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული გზავნილი იყო ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით ადამიანის დნმს ცვლილება და ამ გზით მსოფლიო კონტროლის დაწესება. აღნიშნული ინფორმაცია არის პანდემიის გარშემო გავრცელებული კონსპირაციული თეორიების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინის შესახებ ადამიანების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას.
უოლ სთრით ჯორნალის ცნობით, ერთ-ერთი ანტი დასავლური და დეზინფორმაციული სტატია, რომელიც რუსული სადაზვერვო სამსახურის მიერ კონტროლირებად ონლაინ მედიასაშუალებაში დაიბიეჭდა, წერდა, რომ შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში აქვს ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებმაც შესაძლოა ინფექციური დაავადებების აფეთქებათა სერია გამოიწვიოს. ამ სტატიის რეპუბლიკაცია კი ბანგლადეშის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ირანის, კუბისა და შვედეთის საინფორმაციო ვებ პორტალებზე მოხდა. რა თქმა უნდა, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია, რაც შეუქცევად პროცესების დასაწყისი შეიძლება გახდეს.
მექანიზმები კი, რომელთა დაპირისპირებაც შეგვიძლია მრავალი კომპონენტის გააქტიურებას საჭიროებს, მათ შორის მედია საშუალებების, მონიტორინგის, კვლევითი ცენტრების, საზოგადოების, სახელმწიფო ორგანიზაციების.
ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე კარგი და სწორი მეთოდი მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაციის დაპირისპირებაა.

























