
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, 15 მარტს, სწავლა დისტანციურ რეჟიმში აღარ გაგრძელდება და თითოეული მოსწავლე სკოლაში გაკვეთილებს დაესწრება. თუმცა, ეს ინფორმაცია “პრაიმტაიმს” განათლების სამინისტროში არ დაუდასტურეს.
“ეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. 15 მარტიდან სწავლა ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ისევ მშობლების არჩევანზე იქნება დამოკიდებული, აირჩევენ დისტანციურ რეჟიმს, თუ – სკოლაში დასწრებულს.” – განმარტავენ განათლების სამინისტროში.






















