
სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილს facebook-ის კედელზე გარკვეული ფოტო და საინფორმაციო მასალების ნახვის შესაძლებლობა დროებით შეზღუდული აქვს. ამის შესახებ თავად პრობლემატური გვერდების ახალ ამბებში წერია.
“ტექნიკური პრობლემის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. გთხოვთ, გადატვირთოთ ეს გვერდი და სცადოთ თავიდან” – წერია იმ მთავარ გვერდებზე, რომლებზეც წვდომა მომხმარებლებს აღარ აქვთ.
კონკრეტულად რა პრობლემამ იჩინა თავი უცნობია, განმარტება ამ დროისთვის შეზღუდვაზე ოფიციალურად არ გაკეთებულა.






















