
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ვაქცინის მიღების თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით.
„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგია „ფაიზერის“ ვაქცინა.“
Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინა პირველი იყო, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა. „ასტრაზენეკა“ მეორე საერთაშორისოდ აღიარებული მწარმოებელია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოში 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა.
რა ვიცით ასტრაზენეკას ვაქცინაზე
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი)
– ვაქცინის ტიპი: ვექტორული ვაქცინა
უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID 19-ს გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი. ეს იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.
მატარებელი, გადამტანი არის სხვა ვირუსი –მაგალითად ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია.
მისი ტრანსპორტირება მარტივია; მისი შენახვისთვის არაა საჭირო საყინულე და ძალიან დაბალი ტემპერატურა: ის მაცივრის პირობებში ინახება
რამდენჯერ უნდა გავიკეთოთ?
ვაქცინების უმეტესობა ორჯერ კეთდება. ამასთან, აცრის შემდეგ, ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად გარკვეული დრო სჭირდება.
ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაშიც ორი დოზაა საჭირო 4-12 კვირის შუალედში.
კვლევები და შედეგები
ასტრაზენეკას ვაქცინამ ცდებისას, მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, 62 %-იანი შედეგი აჩვენა.
გვერდითი მოვლენები:
ნანემსარის ადგილი: შესაძლებელია ტკივილი
სხეული: შესაძლებელია თავის ტკივილი, სიცხე, გულისრევა, დაღლილობის განცდა, შეციება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.
რომელ ვაქცინებს იყენებენ ყველაზე ხშირად ?
როგორც ბიბისისა და OUR WORLD DATA-ს მონაცემებზე ჩანს, ყველაზე ხშირად პფაიზერ-ბაიონტექის ვაქცინას იყენებენ.
ვინ აიცრება პირველ ეტაპზე
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები, – პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში.






















