
კურორტ გომის მთაზე ახალგაზრდების საპოვნელად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ფეხით გადაადგილდებიან, რადგან ტექნიკით მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ჭირს.
როგორც მაშველები ამბობენ ახალგაზრდების ხმა უკვე გაიგონეს ანუ შემთხვევის ადგილთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 112-ში ახალგაზრდა მამაკაცმა დარეკა, რომელიც შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომის მთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავტორი:ნინე ულუმბელაშვილი






















