
13 მარტს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამის საათებში კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დათბება, ღამის საათებში კი +4 გრადუსი იქნება.
თოვაა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი გუდაურში. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.
ამასთან, 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.






















