17:39 | 2021-03-13 ავტორი: Prime Time

კოვიდგადატანილი პაციენტების 70%-ზე მეტს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება – კვლევა 

კოვიდგადატანილი პაციენტების 70%-ზე მეტს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება – კვლევა 

COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

 

ერთ-ერთ სამედიცინო გამოცემაში გამოჩნდა კვლევა „COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა“, რომელშიც კოვიდგადატანილ პაციენტებზეა საუბარი.

 

კვლევის მიხედვით, COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნახევარზე მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.

 

გამოკვლევებმა გამოავლინა ქვეჯგუფები, რომლებიც, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემებისკენ უფრო მიდრეკილები არიან:

 

  • ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები პანდემიამდე პერიოდშიც აწუხებდათ. შესაძლოა, მათი მდგომარეობა დაავადების შემდეგ უფრო გაუარესდეს.

 

  • დაბალი სოციალური და ეკონომიკური ფენის წარმომადგენლები.

 

  • ქალები და ახალგაზრდები.

 

ამასთან, ჯანდაცვის მუშაკებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა ჩინურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულების 70%-ზე მეტს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება. 50% დეპრესიას უჩივის, 45% კი – შფოთვით აშლილობას. ეს შედეგები განმეორდა მრავალ შემდგომ გამოკვლევაში.

ავტორი: Prime Time

X