19:04 | 2021-03-13 ავტორი: თამარ გონგაძე

„ჩემი აზრით, ნამდვილი სასწაულია! ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა” – რამ ააღელვა ნიკოლოზ რაჭველი

„ჩემი აზრით, ნამდვილი სასწაულია! ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა” – რამ ააღელვა ნიკოლოზ რაჭველი

როგორც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, დაემთხვა და ამ მომენტისთვის ინოლა გურგულიას სიმღერების ახლებურ ვერსიებს სხვადასხვა შემსრულბელები თუ მუსიკოსები წერენ. მართლა საოცარია, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებს, ასე ერთდროულად როგორ მოუნდათ ამ განსხვავებული სტილის მქონე ავტორ-შემსრულებლის შემოქმედება გაეცოცხლებინათ.

 

აი, რას წერს რაჭველი.

 

ნიკოლოზ რაჭველი: – ახლახანს დავბრუნდი სტუდიიდან, სადაც ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან ერთად ვწერთ ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომს ჩემი ვერსიებითა და გაორკესტრებით. დღეს რამდენიმე ეპიზოდში სოლო ჩაგვიწერა ბექა გოჩიაშვილმა, მერე გიორგი ცაგარელმა (რომლის ინიციატივით დავიწყეთ ინოლას პროექტი) ჩაწერა თავისი პარტია მორიგ კომპოზიციაში. სიმფონიური ნაწილი უკვე ჩავწერეთ “ლენო რეკორდსში”, ახლა ვოკალის და სოლო ინსტრუმენტების დადების პროცესი მიმდინარეობს. გაგრძელება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X