19:28 | 2021-03-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს ნიკოლოზ ბასილაშვილის მისამართით გაჟღერებული განცხადებების შეფასებას სთხოვს

ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს ნიკოლოზ ბასილაშვილის მისამართით გაჟღერებული განცხადებების შეფასებას სთხოვს

„არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავეა“, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ქართველი ჩოგანის კონსტიტუციური უფლებები ირღვევა და ამიტომ, ადვოკატი ომბუდსმენს განცხადებების შეფასებას სთხოვს.

 

„ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

ადვოკატმა სახალხო დამცველსაც მიმართა და საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების შეფასება სთხოვა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X