00:13 | 2021-03-14 ავტორი: Prime Time

საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით – ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი

საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით – ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი

საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით – ასე ეხმაურება ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე ნიკოლოს ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ის შვილს, ლუკას მიმართავს.

 

“ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”, – წერს ანა აბაშიძე.

 

ცნობისთვის,  ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული მატჩიდან შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

ავტორი: Prime Time

X