
15 მარტს, 08:45 საათზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე და ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ.
ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განხორციელდება.
ამასთან, პაატა იმნაძის თმით, ის მზადაა ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გაიკეთოს.
ხვალვე ვაქცინას გაიკეთებს პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/























