
დღეს, 15 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთში კი, 15-მდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 მარტიდან 17 მარტამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი (30მ/წმ-დე), მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.






















