
სოციალურ ქსელში მეჯვრისხეველი მოსწავლის, ელენე გოგიაშვილის წერილი გავრცელდა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ, როგორც ირკვევა გოგონა ახალი სკოლის გახსნას მოუთმენლად ელოდა.

„დღეს ოცნება ამიხდა, ახალ სკოლაში მოვედით. კიდე არ მჯერა. ღამეები არ მეძინა.
მე და ბებიაჩემი დღეებს ვითვლიდით, როდის გათენდებოდა ეს დღე.
საორგანიზაციო კუთხე, კარგი დაფა და საკლასო ოთახი. როცა ფეხი შემოვდგი სკოლაში, მივხვდი, რომ სამოთხეში შემოვდგი ფეხი.
როცა მოვდიოდი გული ისე მიფანცქალებდა, გახეთქვაზე მქონდა. მე უფრო და უფრო მომინდა სწავლა.
ჩემს ცხოვრებაში ასეთი გახარებული როდის ვიყავი“, – წერს ელენე გოგიაშვილი.






















