
დეპუტატი ლადო კახაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს პარლამენტში გამოეხმაურა.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო – ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადმყოფ ფერიოდში, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა, მას ამ გამარჯვებას ვულოცავ, მის მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.
ვიდეო ↓ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი – ლადო კახაძე
მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, მე ვიცი იმ კაცის ხასიათი, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველი ახალი მოწოდებით ახალ რეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს.
რაც მეტს დაუპირისპირდებით, მეტ წარმატებას შექმნის. არის ასეთი ორგანო ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთოდ აქცევს, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰის ტურნირზე ჩემპიონი გახდა.























