
ექიმებს, რომლებიც ვაქცინას არ გირჩევენ, თქვენგან განსხვავებით, სამსახური არ დაუკარგავთ და სხვათაშორის, ხელფასიც გაეზარდათ – ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია წერს.
„ექიმები, რომლებიც არც ერთ ვაქცინას არ გირჩევენ კატეგორიულად, იმის ფონზე, როცა პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალება ჯერჯერობით, ვაქცინაა და ყველა მაღალი დონის სამედიცინო ასოციაცია, ორგანიზაცია თუ სააგენტო მკაფიოდ ამბობს, რომ სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო თეორიული გვერდითი ეფექტი, აი მაგ ექიმებს თქვენგან განსხვავებით, არც სამსახური დაუკარგავთ, ხელფასიც არავის წაურთმევია, პირიქით საქმე გაეზარდათ სხვათაშორის, თბილათ ზიან ხოლმე საღამოობით სახლში, კაი ნაჭამ-ნასვამები და იქიდან გმოძღვრავენ“, – წერს მარშანია.























