
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები, ვაზისუბნის დასახლებაში კატას დაეხმარნენ, რომელიც ორი დღის განმავლობაში ხიდან ვერ ჩამოდიოდა. ამ ამბავთან დაკავშირებით ფოტოებს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
„მაშველებმა კატა ხიდან ამწე კალათით ჩამოიყვანეს და საკუთარ საცხოვრებელ არეალს დაუბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მომართვის საფუძველზე, დედაქალაქის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები ცხოვრებას უვნებლად განაგრძობენ“ – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

























