17:40 | 2021-03-16 ავტორი: Prime Time

თელავი: არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს, რის შემდეგაც ის ძმამ რამდენჯერმე ცემა

თელავი: არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს, რის შემდეგაც ის ძმამ რამდენჯერმე ცემა

თელავში დააკავეს პიროვნება, რომელმაც 15 წლის გოგონასთაქნ სექსუალური კავშირი დაამყარა. ფაქტის გაგების შემდეგ გოგონა ძმამ რამდენჯერმე სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

 

ნახეთ ვიდეო: შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

 

ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა - მსჯავრდებულის დედა
2021-03-16ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა - მსჯავრდებულის დედა

 

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X