
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:
„ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.
ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!” – წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილს ყატარის ღია ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მას ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.






















