
22:38 | 2021-03-17
გვარწმუნებდნენ – ღარიბაშვილს ბრიუსელში პასუხის მოსათხოვნად იბარებენო და რეალში ბენეფისად ექცა! მაგრად გიმუშავია ოპოზიციავ – მაია ორჯონიკიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული ღარიბაშვილის ბენეფისია.
“გვარწმუნებდნენ-ღარიბაშვილს ბრიუსელში პასუხის მოსათხოვნად იბარებენო და რეალურად ეს ვიზიტი ბერას ძიძის ბენეფისად იქცა! მაგრად გიმუშავია ოპოზიციავ, დაჯექი-ხუთიანი!
მთავარია,საკუთარი თავით ხომ კმაყოფილი ხარ!
ასე გააგრძელეთ და ბერას შვილთაშვილების დინასტიას თქვენი შვილთაშვილებიც მოესწრებიან, ოღონდაც რა ქვეყანა გვერქმევა იმ დროს არ ვიცი! ახლა ვხვდები-რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში!” – წერს მაია ორჯონიკიძე.























