
15 მარტიდან სპორტდარბაზები გაიხსნა. ვარჯიშსმოწყურებულმა საზოგადოებამ საყვარელ ადგილს მიაშურა, ადგილს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, დამოკიდებულებას იწვევს, უმისობა კი – დეპრესიას.
მსახიობები – კახა გოგიძე და ქეთი ხუციშვილი წლებია სპორტდარბაზების სტუმრები არიან. “პრაიმამბების” მკითხველს, ლუნა და სულიკო, თავის ემოციებს უზიარებენ და ხსნიან, რა სჭირდათ, როდესაც ვერ ვარჯიშობდნენ.
ქეთი ხუციშვილი: – ექვსი წელია სპორტდარბაზში დავდივარ. კვირაში ოთხჯერ-ხუთჯერ.
ეს პერიოდი სახლში კი ვვარჯიშობდი, მაგრამ სპორტდარბაზში ვარჯიში, სულ სხვაა. რომ ვერ ვვარჯიშობდი, თითქოს თავდაჯერება მაკლდა. ისე ვერ ვიყავი, როგორც ჩვეულებრივ ვარ ხოლმე.
ჩემი სპორტდარბაზი გუშინ გაიხსნა და მე დღეს “მივაჭერი”. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დახამებული ვეცი და ორი საათი ვივარჯიშე. ასე მგონია, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მე ვარ! ისეთ ენერგიაზე მოვედი, რომ სპორტდარბაზის შემდეგ პირდაპირ გადაღებაზე წავედი.
კახა გოგიძე: – ვარჯიშის გარეშე ძალიან დეპრესიულად ვიყავი. მესამე დღეა, რაც სპორტდარბაზში განვაახლე სიარული და უნდა გითხრათ, რომ პირველ დღეს, იქ მოსულმა ადამიანებმა, ყველამ ერთხმად აღიარეს, რომ იყვნენ დეპრესიაში, შფოთსა და უიმედობაში. გაგრძელება…






















