
სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, ადამიანს 6 თვის წინ, გულის უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული,- ამის შესახებ პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
„სექსუალური ძალადობა გამორიცხულია. ამას სჭირდება სხვა სახის მტკიცებულებები, მარტო განცხადება არ სჭირდება. დასამტკიცებელია თავისით მიიღო დაზიანება, თუ სხვის მიერ იქნა მიყენებული. არ ვიცით, არის თუ არა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ამას დაადასტურებს. ბევრი რამეა გასარკვევი. მე ვესაუბრე წულაიას და უარყოფს, არ მინახავს მტკიცებულებები, ვნახავ და შემდეგ ვიტყვი ჩემ აზრს. ადამიანს 6 თვის წინ, გულის უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, აკრძალული აქვს როგორც ალკოჰოლის მიღება, ასევე სექსუალური კავშირი“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.























