23:56 | 2021-03-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის… გულისამრევია – მიხეილ სააკაშვილი წულაიას საქმეზე

წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის… გულისამრევია – მიხეილ სააკაშვილი წულაიას საქმეზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  პოლიტიკოს გოგი წულაიას დაკავებას გამოეხმაურა.

 

„წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის, მით უმეტეს, ქალზე, გულისამრევია. მაგრამ საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, გოგი წულაიამ ყველაზე მეტად და მკვეთრად გამოხატა პოზიცია ივანიშვილის და მისი თავგასული შვილის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

 

სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული - გოგი წულაიას ადვოკატი
2021-03-17სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული - გოგი წულაიას ადვოკატი

 

მე ყველა დეტალი ვარ ვიცი, მაგრამ დამთხვევა მეჩვენება საეჭვოდ, აქ მესიჯი იგზავნება ძალიან კონკრეტული, რომ ყველა, ვინც ხმას ამოიღებთ და ჩვენ შეგვეხებით, ყველას მოგხვდებათ, რაღაცას გიპოვით, რაღაც შეგემთხვევათ“, – განაცხადა სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

 

ცნობისთვის, გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X