13:20 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

ყვარელში ავარიის შედეგად დაშავებული 25 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

ყვარელში ავარიის შედეგად დაშავებული 25 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა.

 

ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ქალმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მედიკოსების შეფასებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X