
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღე მიულოცა.
მთავარი ინფექციონისი იუბილარს ინფექციურ საავადმყოფოსთან დახვდა და თაიგული გადასცა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ გაიკეთა.






















