
12 იანვარს ფლორიდელი ექიმი თავის ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა, „ფაიზერის“ აცრიდან 16 დღის შემდეგ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„მათთვის ვისაც ასტრაზენეკას ეშინია და ფაიზერს გულამოსკვნილი ელოდება. რა თქმა უნდა ადამიანის სიცოცხლე სარკაზმის თემა არაა, მაგრამ 12 იანვარს ფლორიდელი ექიმი თავის ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა, „ფაიზერის“ აცრიდან 16 დღის შემდეგ. კავშირი ვაქცინასა და აცრას შორის არ დადგინდა, შესაბამისად ამის შესახებ ფართო საზოგადოებას არც გაუგია.
ყველა ჯანდაცვის მუშაკი (თუ რაიმე სამედიცინო წინაღობა არაა) უნდა აიცრას,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.






















