
“ბედნიერი ვარ და გულითადად ვულოცავ ზაზას, ამ საპატიო ჯილდოს მიღებას. ეს ჯილდო ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს იმ წვლილს, რომელიც მან საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მუშაობაში შეიტანა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი გაერთინაბულ სამეფოსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და კულტურის სფეროების პოპულარიზაციაში,“- დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.
ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქრთველოში ზაზა ფურცელაძე, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის (Honorary OBE) მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია, „British Council Georgia“-მ გაავრცელა.
მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II -ის განკარგულებით, ზაზა ფურცელაძეს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (OBE), იმ განსაკუთრებული და მრავალწლიანი სამსახურისთვის, რომელიც მან ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა.
ეს ჯილდო არის აღიარება იმ განსაკუთრებული შრომისა, რომელიც ზაზამ გასწია დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად, მისი 20 წლიანი მუშაობის დროს.
ის პირველი ქართველია, რომელიც ბრიტანეთში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის „OBE“ -ს ჯილდოს მფლობელი გახდა. ცნობილია, რომ ამ პრიზის მფლობელები დევიდ ბექჰემი, კირა ნაიტლი, ჯოან კოლინზი და ლიამ ნისონი არიან.
48 წლის წარმატებული ქართველი „პრაინტაიმთან“ ინტერვიუში სიამოვნებით საუბრობს საკუთარ საქმიანობასა და მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II -ის მიერ პრიზის მინიჭებაზე:
პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერედით და დამიკავშირდით! 2001 წლიდან ბრიტანეთის საბჭოში ვმუშაობ და როგორც რესურსების მენეჯერი, 20 წლის წინ შევუერთდი.
მას შემდეგ, უამრავი პოზიცია გამოვიცვალე, მათ შორის რეგიონალური პოზიციები – ვმუშაობდი სამხრეთ კავკასიის რესურსების დირექტორად, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების რესურსების დირექტორად და 2011 წელს კი, დავინიშნე, საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობაზე.
2018 წელს გავხდი ბრიტანეთის საბჭოს ამიერკავკასიის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) მისიის ხელმძღვანელი. ასე რომ ბრიტანეთის საბჭოში მუშაობის, დიდი ხნის გამოცდილება მაქვს.
რაც შეეხება ბრიტანეთის საბჭოს, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განვითარება და განმტკიცება ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის.
საქართველოში ეს კავშირები, ტრადიციულად, ძალიან მჭიდრო იყო, არაერთ ათწლეულს ითვლის. თუმცა, ბრიტანეთის საბჭოს ბოლო წლების საქმიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს კავშირები, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა, რაშიც ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ.
– როგორ გაიგეთ დაჯილდოების შესახებ?
სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის, სრული სიურპრიზი იყო. ჯილდოზე ნომინაცია ხდება ანონიმურად, კანდიდატმა არ იცის, ამის შესახებ. ნომინაციის ძირითადი საფუძველი იყო, განსაკუთრებული წვლილი, რომელიც შევიტანეთ მე და ჩემმა ორგანიზაციამ, ბრიტანულ-ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
– პირველი ქართველი, რომელიც დედოფალ ელისაბედ II -ის ორდენით დაჯილდოვდა…
გეთანხმებით, პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ ტიპის – „OBE“ -ის ორდენით დაჯილდოვდა. დაჯილდოების განაცხადმა, რამდენიმე ეტაპი გაიარა – ბუნებრივია, ეს იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამისისტრო, დედოფლის ოფისი და ამის შემდეგ, თავად დედოფალმა მოახდინა ამ ჯილდოების დამტკიცება.

ეს ჯილდო ჩემთვის უდიდესი პატივია, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ძალიან მახარებს, ასეთი მაღალი აღიარება, იმ მოკრძალებული წვლილისთვის, რაც ამ საქმეში მიმიძღვის.
– როდის მოხდება ორდენის გადაცემა?
ქვეყნდება სია, იმ ადამიანების, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბით გადაეცემა პრიზი. რაც შეეხება მედალს, ჯერ არ არის გადმოგზავნილი, მაგრამ სავარაუდოდ, რამდენიმე ხანში ჩამოვა საქართველოში.
პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ცერემონია არ შედგა. მაგრამ, როგორც კი ჩამოვა საქართველოში, საელჩოსთან ერთად, აუცილებლად დაიგეგმება და ჩატარდება.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩვები მიზანია, ბრიტანულ-ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო კავშირები არსებობს, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებშიც, კიდევ ურო მეტად განვითარდება.
ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება ინგლსური ენის სწავლების ხელშეწყობა საქართველოში და მოწინავე ბრიტანული გამოცდილების გაზიარება. ბუნებრივია, განათლების რეფორმის ხელშეწყობა და ბრიტანული ექსპერტიზის გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გადმოტანა.
ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნების მიმართულებით. ეს არის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ამ კუთხით, ბრიტანეთი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ქვეყანაა. ამ სექტორმა, უკანასკნელ 8 წელიწადში, 35% -იანი ზრდა აჩვენა.
ძალიან გვინდა, რომ საქართველოშიც გადმოვიტანოთ ეს გამოცდილება და მაქსიმალურად განვავითაროთ კულტურული კავშირები შემოქმედებითი ინდუსტრიების ორგანიზაციებსა, თუ ინდივიდუალებს შორის, ბრიტანეთსა და საქართველოში, ასევე ინკლუზია ხელოვნებაში.
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტულაური თემაა, არა მარტო ხელოვნებაში, არამედ განათლებასა და სხვადასხვა სფეროში. ხელოვნება, ეს არის ის ნიშა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციისთვის, პრიორიტეტად ჩავთვალეთ.
საქართველოს აქვს უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას, ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს ამ კუთხით და გვინდა, რომ ბრიტანული გამოცდილება, რაც შეიძლება მეტად გადმოვიტანოთ საქართველოში, რათა ეს პროცესი, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავითარდეს.
– რას დაამატებდით თქვენ შესახებ…
1994 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. დაოჯახებული არ ვარ. ასაკს არ დაგიმალავთ, 48 წლის გავხდი.
უღრმესი მადლობა „პრაიმტაიმს“ ყურადღებისთვის და ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ ბ-ნ ზაზას და მისი გუნდის დამსახურებაა 2012 წელს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის გახსნა საქართველოში.
მისი დირექტორობის პერიოდში, 2015 წელს ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს გუნდმა მოიპოვა მეორე ადგილი ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში – „სამეწარმეო საზოგადოებრივი სერვისის საუკეთესო მიმწოდებელი“.
ამავე წელს, ზაზა ფურცელაძე დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს გლობალური ლიდერის პრიზით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განვითარებისა და გაფართოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ჯილდოზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა აღნიშნა: – „ბედნიერი ვარ და გულითადად ვულოცავ ზაზას ამ საპატიო ჯილდოს მიღებას.
ეს ჯილდო ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს იმ წვლილს, რომელიც მან საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მუშაობაში შეიტანა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი გაერთინაბულ სამეფოსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო და კულტურის სფეროების პოპულარიზაციში.
ორდენი OBE გადაეცემათ თავიანთი საქმიანობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განსაკუთრებული მიღწევებისთვის!“.























