18:03 | 2021-03-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეაჩერებენ თუ არა „ასტრაზენეკას“ გამოყენებას საქართველოში – ამირან გამყრელიძის განმარტება

შეაჩერებენ თუ არა „ასტრაზენეკას“ გამოყენებას საქართველოში – ამირან გამყრელიძის განმარტება

იგეგმება თუ არა „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერება – ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:

 

„სანამ აქ შემოვიდოდი, მიმდინარეობდა იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, გდაწყვეტილებები არ მიგვიღია, 19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა სამინისტროში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.

 

„მეც ინტერნეტით გავიგე“ - კომაში ჩავარდნილი ექთნის დის პირველი კომენტარი
2021-03-18„მეც ინტერნეტით გავიგე“ - კომაში ჩავარდნილი ექთნის დის პირველი კომენტარი

 

იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტზე, სადაც ჩვენი ცნობილი ექიმები და მეცნიერები შედიან, განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში მედდა კომაში ჩავარდა. აცრის შემდეგ 27 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა გახდა გართულების გამომწვევი მიზეზი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X