
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. პოლიტიკურ ოპონენტებს – მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.
როგორც კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, ის ასრულებს მედიაციას თბილისში და ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება.
შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა 9 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.






















