
შეთანხმება ჩაიშალა, არცერთ მხარეს არ ადარდებს, ამ ქვეყანაში რა მოხდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„გაგრძელება როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ იმას ვხედავ, რომ არცერთ მხარეს არ ადარდებს, ამ ქვეყანაში რა მოხდება და ურჩევნიათ, რომ ასე იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან შეთანხმებულები ვართ, რომ ამაზე არ ვილაპარაკებთ. ფაქტია, რომ შეთანხმება არ შედგა და ის ჩაიშალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა 9 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.






















