10:47 | 2021-03-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თენგიზ ცერცვაძე მძიმე სცენარს პროგნოზირებს – რა მოხდება თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე 

თენგიზ ცერცვაძე მძიმე სცენარს პროგნოზირებს – რა მოხდება თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე 

თუკი მოსახლეობა ვაქცინაციაზე უარს იტყვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მძიმე სცენარს პროგნოზირებს.

 

მისივე თქმით, მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება.

 

რა გახდა არასრულწლოვანი გოგოების სისხლიანი გარჩევის მიზეზი? - რუსთავში 17 წლის გოგომ თანატოლი დაჭრა
2021-03-20რა გახდა არასრულწლოვანი გოგოების სისხლიანი გარჩევის მიზეზი? - რუსთავში 17 წლის გოგომ თანატოლი დაჭრა

 

„თუ მოსახლეობა უარს ეტყვის მასობრივ ვაქცინაციას, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა. შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც სამწუხაროდ მოიმატებს, გვექნება ის ავადსახსენებელი ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან.

 

ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც მტკივნეულად გადავიტანეთ. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი.

 

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს და ეს სკეპტიციზმი იქნება დროებითი და ახლო მომავალში მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2-თან“ საუბრისას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X