
ვფიქრობ, რომ თბილისში გარდაცვლილი წამოიყვანეს. ჩვენ და მთელ საზოგადოებას მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს – რა მოხდა კლინიკაში და რატომ არ მაჩვენეს შვილი დედაქალაქში გადმოყვანამდე?! ამ კითხვებს უპასუხონ, მეტს არაფერს ვითხოვთ.” – ამბობს ახალციხეში გარდაცვლილი მედდის მამა, ვეფხია ბაქრაძე “მთავართან” საუბრისას.
მისი თქმით, მეგი ვაქცინაციამდე, წინა დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც პრეპარატი მიიღო კიდეც. როცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ კლინიკაში მედდა კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, მამამ შვილს მიაკითხა, თუმცა მისი ნახვის უფლება არ მისცეს.
ვეფხია ბაქრაძე შვილთან უკანასკნელ საუბარს იხსენებს:
“ეს საზარელი ტრაგედია მედიკოსების დაუდევრობამ გამოიწვია. მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალი-მეთქი. ეჭვს ბადებს რა თქმა უნდა, გარდაცვლილი იყო ალბათ, ვაქცინაცია 12 :00 საათზე ჩატარდა, კლინიკაში შვილის სანახავად 16:00 საათზე მას შემდეგ მივედი, რაც ტელევიზიით გავიგე, რომ მედდა გარდაცვლილა.
არავის სიტყვა არ დაუძრავს, ინტერნეტით გავიგე და ვითომ არაფერი – ახლოს არ გამაკარეს. ისე წამოიყვანეს თბილისში შვილი არც კი დამინახავს. არც მის შესახებ არაფერს მეუბნებოდა. ყველანაირ ინფორმაციას მთელი ოჯახი მოწყვეტილები ვიყავით.
წინა დღეს მეგი იყო შეუძლოდ, მეგი არ იყო ვაქცინაციისთვის მზად, საერთოდ რატომ გაკეთდა?! წინა დღეს ვიწექი ბოჭორიშვილის კლინიკაში, შვილები სანახავად მოვიდნენ და მეგიმ მითხრა, მამა ვერა ვარ კარგად, ხვალ ვაქცინაცია უნდა გამიკეთონ, ტაბლეტი დავლიე რაღაც და თავის ტკივილები მკლავსო – ამბობს ვეფხია ბაქრაძე “მთავართან” საუბრისას.
ცნობისთვის, 27 წლის მედდას ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს კოვიდ ვაქცინა გაუკეთეს, ის მალევე კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.























