21:58 | 2021-03-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბის მიზეზები აღმოაჩინეს – უცხოური მედია

AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბის მიზეზები აღმოაჩინეს – უცხოური მედია

შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბის მიზეზები უკვე აღმოჩენილია – ამის შესახებ სტატიას უცხოური მედია ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

 

“მეცნიერთა თქმით, მათ სისხლის შედედების იშვიათი მიზეზი აღმოაჩინეს, რომელიც AstraZeneca ვაქცინასთან დაკავშირებულია

 

.
გერმანელი და ნორვეგიელი მკვლევარების თქმით, იშვიათი აუტოიმუნური რეაქცია ტვინის სისხლის შედედებას იწვევს და ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მისი მკურნალობა

 

ბერლინში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ ის მიზეზი აღმოაჩინეს, რომელიც AstraZeneca PLC-ის ვაქცინის გაკეთების დროს იშვიათ შემთხვევებში შეიძლება პოტენციურად მომაკვდინებელ თრომბებს იწვევდეს.

 

ნორვეგიასა და გერმანიაში სამედიცინო მკვლევარების ორმა გუნდმა დამოუკიდებლად დაადგინა, რომ ვაქცინამ შეიძლება აუტოიმუნური რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც ტვინში სისხლის შედედებას იწვევს, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპაში ცალკეული ინციდენტებიც ადასტურებს.

 

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ამ კვირაში ვაქცინის მიღება მას შემდეგ შეაჩერა, რაც 30-ზე მეტმა მიმღებმა ცერებრალური ვენური სინუსური თრომბოზის ან CVST– ის სახელით ცნობილი მდგომარეობა დააფიქსირეს. დაზარალებულთა უმეტესობა 55 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ.

 

ეს საკითხი შეეხო იმ ადამიანთა მცირე ნაწილს, თუმცა გამოკვლევის შემდეგ, ევროპული წამლების მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ სარგებელი ვაქცინის პოტენციურ რისკებს აჭარბებს და რეკომენდებულია ვაქცინაციის მიღების განახლება.” – წერს გამოცემა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X