11:16 | 2021-03-21 ავტორი: Prime Time

ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა – Le Parisien

ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა – Le Parisien

საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა.

 

Le Parisien -ის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო.

 

მისი ცხედარი რენეს მახლობლად, პარასკევს, 19 მარტს იპოვნეს.

 

42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.

 

ავტორი: Prime Time

X