14:36 | 2021-03-21 ავტორი: Prime Time

წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა – გარდაცვლილი ექთნის ახლობელი

წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა – გარდაცვლილი ექთნის ახლობელი

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მან ვაქცინაციის ჩატარებამდე, თავის ტკივილის გამო მედიკამენტები მიიღო.

 

„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა. ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტები საავადმყოფოში მისცეს“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

 

 

შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა „იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფელაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა.

 

პაციენტი მალევე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

 

ავტორი: Prime Time

X