16:21 | 2021-03-21 ავტორი: Prime Time

ევროპა ზაფხულის ბოლოს პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს – კარგი ამბავი BioNTech-ის დამფუძნებლისგან

ევროპა ზაფხულის ბოლოს პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს – კარგი ამბავი BioNTech-ის დამფუძნებლისგან

ევროპას ლოქდაუნი აღარ დასჭირდება, შემოდგომისთვის პანდემიის გაკონტროლება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ BioNTech-ის დამფუძნებლმა, უგურ შაჰინმა განაცხადა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

 

„ევროპის ბევრ ქვეყანას და აშშ-ს  ზაფხულის მიწურულიდან დიდი ალბათობით კარანტინი აღარ დასჭირდება. იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ“,- აცხადებს უგურ შაჰინი.

 

ცნობისთვის, BioNTech-ი ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც კოვიდის ვაქცინა შექმნა.

ავტორი: Prime Time

X