
სოციალურ ქსელში „ვეფხისტყაოსნის” გმირების „ექაუნთები“ გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, 161-ე საჯარო სკოლის მე-10 (4) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ნინო მალუტაშვილთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” სწავლისას საინტერესო მეთოდი გამოიყენეს.
მათ წარმოიდგინეს, როგორ იქნებოდა თითოეული გმირი ამ ეპოქაში, რომ ცხოვრობდეს.
როგორც მასწავლებელი ამბობს, იდეა საგაკვეთილო პროცესში გაჩნდა, ბავშვებმა იხუმრეს, თუ როგორ გაუადვილდებოდა ტარიელს ნესტან-დარეჯანის პოვნა, 21-ე საუკუნეში.






















