12:01 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები – „სამოქალაქო იდეის“ ახალი კამპანია

გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები – „სამოქალაქო იდეის“ ახალი კამპანია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ საქართველოში სამუშაო ადგილების გადარჩენისთვის კამპანიას იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი კამპანიის იდეას განმარტავს.

 

„ამ ძნელბედობის ჟამს, დარწმუმებული ვარ ყველა ვფიქრობთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.

 

ჩვენ ვიწყებთ კამპანიას #გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები.
ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში, დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური!
როგორ?

 

მაგალითად, წლის მანძილზე უამრავი ღონისძიება იყო დაგეგმილი რომელიც გაუქმებული ან გადადებულია.

 

ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში, გთავაზობთ ყველამ, ე.წ სასაჩუქრე სერთიფიკატის პრინციპით წინასწარ შევიძინოთ საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ პირობებში გავაკეთებდით 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით.

 

ეს ყველას შეგვიძლია, ხელისუფლებას, არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის! შემოუერთდით კამპანიას

 

#გადავარჩინოთსამუშაოადგილები.“ – აცხადებს თინათინ ხიდაშელი. 

 

 

              რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ

 

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

 გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

ავტორი: Prime Time

X