21:09 | 2021-03-22 ავტორი: Prime Time

„სახის დიდი ნაწილი შუშით აქვს მნიშვნელოვნად დაზიანებული… ჩვენ გარდა არავის იმედი არ აქვს“ – „საფარი“ განცხადებას ავრცელებს

„სახის დიდი ნაწილი შუშით აქვს მნიშვნელოვნად დაზიანებული… ჩვენ გარდა არავის იმედი არ აქვს“ – „საფარი“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოების დახმარება ესაჭიროება გოგონას, რომელსაც სახის დიდი ნაწილი შუშით მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული – ინფორმაციას საფარი ავრცელებს.

 

„მეგობრებო!

 

ისევ დახმარებისთვის მოგმართავთ!

 

ეს თაკოა, რომელმაც შემთხვევითი ტრავმა მიიღო: სახის დიდი ნაწილი შუშით აქვს მნიშვნელოვნად დაზიანებული.

 

სამწუხაროდ, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობას, თაკოსაც არავინ ჰყავს, რომ შეიკედლოს ან ფინანსურად უზრუნველყოს გაჭირვებისას. როგორც მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მუშაობას ვერ შეძლებს. ანუ, სანამ იგი არ გამოჯანმრთელდება, ვერ იმუშავებს, შესაბამისად, ვერც ბინის ქირას გადაიხდის.

 

გთხოვთ, ნუ დავტოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ და თუნდაც მცირედი, სიმბოლური თანხით დავეხმაროთ თაკოს, რომელსაც ჩვენ გარდა არავის იმედი არ აქვს.

 

მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ანგარიშის ნომერია: GE22TB7800636080100020

 

მიმღები: აიპ საფარი.

 

დანიშნულება: თაკოსთვის

 

წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისთვის!

ავტორი: Prime Time

X