13:00 | 2021-03-23 ავტორი: Prime Time

ევროკავშირს ხელი არ ჩაუქნევია… ის მაინც მოვა ჩვენთან – საქართველო დანიელსონს ისევ ელოდება

ევროკავშირს ხელი არ ჩაუქნევია… ის მაინც მოვა ჩვენთან – საქართველო დანიელსონს ისევ ელოდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის 7 დღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. ვერ დაძლეული პოლარიზაცია და პარლამენტის ბოიკოტი ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე საფრთხეს უქმნის.

 

დასავლელი პარტნიორები და საზოგადოება გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისში გარდატეხის მოლოდინშია. ბევრი პროცესში ამერიკის აქტიურ ჩართვას ელოდება და ხსნას ამაში ხედავს.

 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლით დაინტერესებული ევროპელი პარტნიორები ხელის ჩაქნევას არ აპირებენ.

 

პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა - ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში
2021-03-19პოლიტიკური შერიგება ვერ მოხერხდა - ურთიერთბრალდებები და მედიატორ დანიელსონის დაბრუნება ბრიუსელში

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ბევრისთვის მოულოდნელი პოსტი გამოაქვეყნა და კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნება დააანონსა.

 

“დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მედიაცია ყველა მონაწილე მხარესთან.”, – წერს “ფეისბუქზე” მიშელი.

 

პირველი, ვინც შარლ მიშელის მოულოდნელ განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იყო. ზურაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული მომავლით დაინტერესებისთვის შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა პოლიტიკოსებს, ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნება ნიშანია იმისა, რომ  “ევროკავშირი არსად მიდის”.

 

“მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში.

 

ერთადერთი რაც დანიელსონმა შეძლო, მხოლოდ მისი სეირნობის ამსახველი ვიდეოს გადაღებაა - ამერიკელი ანალიტიკოსის სარაკზმული შეფასება ევროკავშირის წარმომადგენელს
2021-03-20ერთადერთი რაც დანიელსონმა შეძლო, მხოლოდ მისი სეირნობის ამსახველი ვიდეოს გადაღებაა - ამერიკელი ანალიტიკოსის სარაკზმული შეფასება ევროკავშირის წარმომადგენელს

 

კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი გიგი უგულავა. მისი თქმით, მოლპარაკების გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს.

 

„ადრე თუ გვიან, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იქნება თუ სხვა ფორმატით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე შარლ მიშელის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ მედიაციის პროცესი “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლით გაგრძელდება.

 

„მე დარწმუნებული ვიყავი, შარლ მიშელი მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ყველა ხერხით, ყველა გზით, მათ შორის „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლით გაეგრძელებინა მედიაციის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კრისტიან დანიელსონის მოსალოდნელ დაბრუნებასა და მედიაციის პროცესის გაგრძელებას დადებითად აფასებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც, თუმცა უჭირთ იმაზე საუბარი, რა ფორმატით გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი.

 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, დავით სერგეენკოს ოპოზიციის მზაობაში, წავიდნენ კომპრომისზე, ეჭვი ეპარება.

 

ყვავილი რომ იყოთ, უდაოდ, ლურჯი ვარდი იქნებოდით - გახარიას „დაბრუნებით“ გახარებულები სოციალურ ქსელში აქტიურობენ
2021-03-23ყვავილი რომ იყოთ, უდაოდ, ლურჯი ვარდი იქნებოდით - გახარიას „დაბრუნებით“ გახარებულები სოციალურ ქსელში აქტიურობენ

 

„თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ იგივე ადამიანი, დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება გითხრათ, რა ფორმატი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება მოიცავს კომპრომისს. ამ მოლაპარაკების განმავლობაში 10 პუნქტიდან 9 პუნქტი იყო მოთხოვნა მმართველი ძალის მიმართ, რომ რაღაც გაეკეთებინა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმულად გააჟღერეს მთლიანად ოპოზიციის სურვილი, როცა თქვეს, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან,”- განაცხადა სერგეენკომ.

 

ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს მოლაპარაკებების გაგრძელება მოჰყვება.

 

არიან თუ არა მხარეები მზად კომპრომისისთვის და დასრულდება თუ არა დიალოგი შეთანხმებით ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ “ევროპამ” კრისტიან დანიელსონს ურთულესი მისია დააკისრა. მისი მედიაციით წარმართულ პროცესს კი საქართველოსა და დასავლეთში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

 

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდა. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

 

როდის ეწვევა დანიელსონი მეორედ საქართველოს ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ავტორი: Prime Time

X