
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით ქვეითს ფორდის მარკის ავტომობილი დაეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „პრაიმტაიმს“ უთხრეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
„შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით რვა საათზე. ადგილზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟს ასაკოვანი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“,- აცხადებენ უწყებაში.
„პრაიმტაიმი“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















