01:38 | 2021-03-24 ავტორი: Prime Time

video: აზრი აღარ აქვს აჩქარების დათვლას… – ნახეთ რა ახალ კადრებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე

video: აზრი აღარ აქვს აჩქარების დათვლას… – ნახეთ რა ახალ კადრებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მისმა ჯგუფმა შეზღუდული ტექნიკური რესურსით და მოკლე ვადაში აწარმოა კვლევა ვაშლიჯვარში გააქტიურებულ მეწყერზე და, პირველადი დასკვნით, მეწყრული სხეული დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება, რაც, მისი თქმით, ცოტა არ არის. ამ დასკვნის თანახმად, ნაპრალის სიგანე მხოლოდ 4 დღეში 20 სანტიმეტრზე მეტით არის გაზრდილი.

 

გოდოლაძის თქმით, მათ ორი პარამეტრიდან, რომლითაც მეწყრის მოძრაობა იზომება, გადაადგილების სიჩქარიდან და აჩქარებიდან პირველი გაზომეს, აჩქარების კვლევას კი სათანადო ინსტრუმენტების არქონის გამო ვერ ახერხებენ. გადაადგილების სიჩქარის შესასწავლად აეროგადაღების კადრები აიღეს და 4 დღის ინტერვალით [ხუთშაბათს და ორშაბათს] გადაღებული კადრები ერთმანეთს შეადარეს, აქედან გამომდინარეობს პირველი დასკვნაც.

 

ავტორი: Prime Time

X