
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მათ მიმართ საზოგადოებას ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა.
გახარიას მეუღლე ბაქტერიოლოგი მარიკა ფანცულაიაა, რომელიც “ავერსის” კლინიკაში მუშაობს.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, როგორც ჩანს, ექს-პრემიერმა თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა და ის დასასვენებლად მშობლიურ სამეგრელოში გაემგზავრა.
ნახეთ ფოტოკოლაჟი: გიორგი გახარია ლურჯ ჰუდსა და ჯინსებში
სოციალურ ქსელში გახარიას ოჯახური ფოტოები გავრცელდა, ექს-პრემიერი ფოტოზე მეუღლესთან, ქალიშვილთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად არის.
გახარიას ფოტოზე ლურჯი ჰუდი აცვია, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში არის შექმნილი და მას ქართული წარწერა “მუხური” აქვს.























