20:32 | 2021-03-24 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ცალი ხელით დედას ვუვლიდი და ცალით ნამუშევრებს ვქმნიდი“ – მეთოჯინე ბაჩო ჯადოსნური სამყაროდან

„ცალი ხელით დედას ვუვლიდი და ცალით ნამუშევრებს ვქმნიდი“ – მეთოჯინე ბაჩო ჯადოსნური სამყაროდან

არაერთი კვლევა და ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქიკის სწორი განვითარებისთვისა და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის, სათამაშოებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ბავშვობაში, ალბათ ყველას ჰქონდა საყვარელი თოჯინა თუ სათამაშო, რომელთან ერთადაც იძინებდა. ასაკის მატებასთან ერთად კი, თოჯინებთან დაწყებული მეგობრობა, რეალურ ურთიერთობებში გადაინაცვლებს და თამაშით შეძენილი უნარების რეალიზაცია და განვითარება რეალურ გარემოში გრძელდება.

 

თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერად განაგრძობენ თოჯინებთან ცხოვრებას, ზრდასრულ ასაკშიც კი. ყველასათვის საყვარელი, ნიჭიერი ახალგაზრდა თვითნასწავლი ხელოვანი, ცნობილი მეთოჯინე ბაჩო ცანავა, „პრაიმტაიმს“ საიდულოს უმხელს და ამბობს, რომ დღემდე უყვარს მულტფილმების ყურება და ზღაპრების კითხვა:

 

32 წლის ვარ, თოჯინებზე მუშაობა, დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყე. ჩემი პირველი ნამუშევარი – „ქალი კალათით“, სრულიად სპონტანურად შეიქმნა.

 

მას არ ჰქონდა სახე, მაგრამ იმდენად საინტერესო და დინამიური იყო, რომ ჩემი გარემოცვის აღფრთოვანება გამოიწვია – პირველი შექება მაშინ დავიმსახურე, რაც სტიმული გახდა იმისა, რომ ეს საქმე დამეწყო. პროფესიით ვეტერინალი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობით, არასდროს მიმუშავია.

 

რა იყო თოჯინების შექნმის ინსპირაციის შთაგონების წყარო?

 

ძალიან მომწონს ძველებური ფიგურები და პირველი თოჯინა, რაც ადრე შევქმენი, იმიტაცია იყო – ინტერპრეტაცია, ჩემი მეთოჯინეობის და თოჯინების სხეულების. ამის შემდეგ, ნელ-ნელა დაიხვეწა, იმისთვის, რომ საბოლოო სახე მიმეღო, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა.

 

Нет описания.

 

თუმცა, არ ვთვლი, რომ ეს საბილოო სახეა, რადგან ძალიან ბევრი რამ მაქვს კიდევ სასწავლი. მაგრამ ფაქტია, რომ პირველმა შექებამ, უდიდესი სტიმული მომცა, რასაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

რა მასალისგან ამზადებ თოჯინებს?

 

თავიდან პლასტილინით, შემდეგ თაბაშირით დავიწყე, დროთა განმავლობაში შეიცვალა და სხვადასხვა მასალით ვმუშაობ, ვიყენებ ასევე ქსოვილსაც.

 

 

თოჯინებსაც შენ აცმევ?

 

რა თქმა უნდა! თითოეულ დეტალს, ჩემი ხელით ვაკეთებ.

 

ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობ – თოჯინების უმეტესობა, გამოგონილი პერსონაჟია?

 

თავდაპირველად, ზღაპრის და გამოგონილ გმირებს ვქმნიდი, შემდეგ უკვე ნამდვილი სახეები გაჩნდნენ, პორტრეტულ თოჯინებს ვქმნი, რომელიც თანამედროვე მასალისგან მზადდება.  ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის  პორტრეტი მაქვს შექმნილი – ნინო ქათამაძის, ლაშა ტალახაზის და კიდევ მრავალი, რაზეც ძირითადად, შეკვეთით ვმუშაობ.

 

 

 

ყველაზე მეტად, რა სფერო გაინტერესებს?

 

ჩემი სფერო და ჩემი ინტერესი, დაახლოებით მე–16 მე-17 საუკუნის ჩაცმულობა და იმდროინდელი ქალბატონებია. ძირითადად, ამ სტილშია, ნაკლებად შეხვდებით თანამედროვე სტილში ჩაცმულ თოჯინებს. ერთ-ერთი თოჯინა, ბებიაჩემის პორტრეტია, რომელიც სრულიად შემთხვევით შევქმენი.

 

Нет описания.

 

მოეწონა ბებოს?

 

რომ ვაჩვენე, დამიწუნა, მე არ მგავს, ასეთი მოხუცი არ ვარო. ამ თოჯინამ ბინა დაიდო ბათუმის მუზეუმში და ამის შემდეგ, სიამაყით აღნიშნავდა, ჩემი თოჯინა მუზეუმში ინახებაო.

 

„ძალიან ცნობილი ადამიანია... ცოტა მეშინოდა კიდეც“ - ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს, საიდულოს ამხელს
2020-12-25„ძალიან ცნობილი ადამიანია... ცოტა მეშინოდა კიდეც“ - ქართველი მხატვარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს, საიდულოს ამხელს

 

რომელ მუზეუმებში ინახება შენი ნამუშევრები?

 

ჩემი ნამუშევრები, საქართველოს სამ მუზეუმში ინახება, რომელიც კატალოგებშია შეტანილი. მქონდა, სამი პერსონალული გამოფენა. ბოლო იყო შარშან, რომელიც დედას მივუძღვენი. ეს იყო მხატვართა კავშირში, რომლის წევრიც ვარ 2020 წლიდან, სადაც 30 ნამუშევარი იყო გამოფენილი.

 

Нет описания.

 

დიდი ხანია, რაც დედა გარდაიცვალა?

 

დედა 2015 წელს გარდაიცვალა. ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი გამოფენა, მისთვის მიმეძღვნა. სულ ვფიქრობ, რომ ხელოვან ადამიანს ტრაგედია, თითქოს რაღაცით ასაზრდოვებს, შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ ეს იმდენად ტრაგიკული მომენტი იყო ჩემთვის, მოტივაცია გახდა იმის, რომ პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა.

 

Нет описания.

 

მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან ავად იყო, ოთხი თვის განმავლობაში, როგორც პატარა ბავშვს, ისე ვუვლიდი. იმ პერიოდში, არც ერთი წუთი, არ შემიჩრებია მუშაობა. ცალი ხელით დედას ვუვლიდი და ცალით ნამუშევრებს ვქმნიდი. დედის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. სამწუხაროდ, მამაც გარდაიცვალა.

 

ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, ამ თემებზე იშვიათად ვსაუბრობ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მშობლების გარდაცვალება, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ადამისთვის ტრაგიკულია.

 

შენ ნამუშევრებში ძალიან დიდი ემოცია იკვეთება…

 

როგორც ამბობენ, ჩემი ნამუშევრები, ძალიან მეტყველია. მაგრამ ამ ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით გამოიკვეთა და უფრო მეტად მეტყველი და რაღაცის მთქმელი გახდა. ამ ყველაფერმა, ზეგავლენა მოახდინა ჩემ ნამუშევრებზე.

 

Нет описания.

 

ისეთი განცდა მაუფლება, თითქოს შენი ემოცია, გონებიდან ხელებში გადადის და მაგიური ენერგიის საშუალებით, მასალაში, რომლსაც ხელები ძერწავენ.

 

არფრისგან იქმნება სახე, რომელიც გიყურებს. მეთოჯინეების გამოფენაზე, როცა ჩვენ ნამუშევრებთან ვდგავართ, ბევრჯერ გამღიმებია, ისე გავს ნამუშევარი, ავტორს.

 

Нет описания.

 

მათ შორის, შენი ნამუშევრებიც…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ არასდროს არ ვგეგმავ ემოციას, თავისით ხდება. თვითონ გადადის მასში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არ მიყვარს ლამაზ კაბებში გამოწყობილი თოჯინები.

 

დღეს თოჯინური ხელოვნება, მსოფლიოში იმდენად მაღალ შემოქმედებით მწვერვალზეა ასული, რომ თოჯინა, უკვე აღარ არის ბავშვის გასართობი, ისე როგორიც ადრე იყო, რადგან ყველა თოჯინას, საკუთარი ასტორია აქვს.

 

 

ჩემი მეგობრები ხშირად დამცინიან, შენი თოჯინებივით იცმევო. შეიძლება ბევრ ნიუანსს, ვერ ვხვდები, მაგრამ ხშირად, თვითონ ნამუშევარი ამბობს. მაგალითად, ჩემ ნამუშევრებს, სახელებს არ ვარქმევ.

 

ხშირად მომხდარა, რომ გამოფენაზე, როცა დამთვალიერებელი მისულა თოჯინასთან, მეკითხება, როგორ შევქმენი თოჯინა, რის გამოც ბევრჯერ გამცინებია, რადგან არაფერი მსგავსი ისტორია არ მქონია, უბრალოდ, შევქმენი.

 

Возможно, это изображение (1 человек)

 

მაგრამ ყოველთვის საინტერესოა, როცა ნამუშევარი გესაუბრება, ამბავს გიყვება, რაც შენში გარკვეულ ემოციას იწვევს, რადგან ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნამუშევარი ემოციურ განწყობას გიქმის.

 

სუპერგმირებზე რას გვეტყოდი…

 

შევქმენი მინიატურული ზომის სუპერგმირები – ელფები. ასევე მუსიკალური თოჯინები, რომლის ყუთებს, ჩემი მეგობარი მალხაზ რაზმაძე აკეთებს, რაზეც ჩემ თოჯინებს ვამაგრებთ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევარია -„ჯამბაზები“, რომლის შექმნაზეც უდიდესი გავლენა მოახდინა, იტალიაში მოგზაურობამ.

 

Возможно, это изображение (2 человека и люди улыбаются)

 

იტალიაში სამოგზაუროდ იყავი, თუ მიგიწვიეს?

 

ჩემი ნამუშევრები, იტალიის ელჩმა ნახა საქართველოში და იტალიაში გაგზავნა. 2010 წელს მიმიწვიეს ნეაპოლში, სადაც არსებობს სასწავლო სახელოსნო. პირველი ქართველი ვარ, რომელმაც კაპო დე მონტეს სამეფო ფაიფურზე ვიმუშავე.

 

სრულიად უფასოდ ვსწავლობდი და ამავე დროს, ვცხოვრობდი ნეაპოლში, ერთ-ერთ სამეფო სასახლეში, რომელიც მართლაც საოცრება იყო. საცხოვრებელი ოთახიდან რომ გამოვდიოდი, დერეფანში მიქელანჯელოს ნამუშევრებს ვხვდებოდი. ამ დროს, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი.

 

– ცხოველების ფიგურებს არ აკეთებ, რთულია თუ არ გაინტერესებს?

 

რატომღაც არა, ერთადერთი რაც გავაკეთე, ცხენის ეტლია. რატომღაც არ მაინტერესებს. ადრე ცხენებზე, ძაღლზე ვიმუშავე, მაგრამ ჩემი თოჯინები, ფაქტიურად ქალბატონები, ადამიანები და ჯამბაზები არიან.

 

ამ ეტაპზე, რას საქმიანობ?

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება, თოჯინების და სათამაშოების მუზეუმში ვმუშაობ. ჩემ საძინებელ ოთახშიც, თოჯინების გალერეაა, სახელოსნოც აქ მაქვს გაკეთებული. მეგობრები მეუბნებიან, ამ შენ პატარა ოთახში, საინტერესოა, კამერები როგორ ტრიალებსო.

 

Нет описания.

 

როგორც ამბობ, თავად აცმევ თოჯინებს და სავრაუდოდ, კერვაც იცი…

 

დიახ, მაგრამ ხშირად მეკითხებიან სად ისწავლე კერვაო. მინდა გითხრათ, არსად არ მისწავლია, თითოეულ დეტალს ხელით ვაკეთებ. მირჩევნია ჩემ შეცდომებზე ვისწავლო, ვიდრე სხვაგან. თითოეულ დეტალს ხელით ვქმნი – არ ვარ მომხრე, რომ ჩემ თოჯინებს, სხვამ შეუკეროს.

 

Нет описания.

 

ყველაზე საყვარელი ნამუშევერი…

 

ბიჭუნა კეპით, რომელიც იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე, რომელიც ჩემ სავიზიტო ბარათად იქცა.

 

სამომავლოდ რას გეგმავ?

 

მიუხედევად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი დაემთხვა, შემოქმედებითად, ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან ბევრი თოჯინა შევქმენი. აქედან გამომდინარე, სურვილი მაქვს, პერსონალური გამოფენა გავაკეთო. რამდენად გამიმართლებს, არ ვიცი, სამუშაოც ბევრი მაქვს.

 

Нет описания.

 

თოჯინების გაცოცხლებაზე არ გიფიქრია?

 

სიამოვნებით, თუ ვინმე შემომთავაზებს თანამშრომლობას. ინტერნეტმა, იმდენად შეცვალა ყველაფერი, რომ აღარ ირებენ ახალ თოჯინურ ფილმებს. ასევე, თოჯინების თეტრშიც შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შემოთავაზება, ჯერ არ მქონია.

 

Нет описания.

 

ვცდილობ, თოჯინურ ხელოვნებას, პოპულარიზაცია გავუწიო. რადგან ნამუშევრებიდან დაწყებული, ძალიან საინტერესო დარგია. ამავე დროს, მოიცავს ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგებს.

 

Нет описания.

 

იმიტომ რომ თოჯინას ჩააცვა მეწარე, მკერავი, დიზაინერი, მოქანდაკე და ვიზაჟისტიც უნდა იყო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ხატვა არ ვიცი. სიბრტყეზე, ფორმატს ვერ ვგრძნობ. მასას რომ დავიჭერ ხელში, უკვე ვიცი, რა მინდა – თითქოს ხელები და თვალები, თავისით აქანდაკებს.

 

რომ მითხრა, ფურცელზე გადაიტანეო, ვერაფრით ვერ დავხატავ. ყოველგვარი ჩანახატის გარეშე, პირდაპირ ვიწყებ თოჯინაზე მუშაობას.

 

სკულპტურაზე გიმუშავია?

 

არასდროს მიცდია ქანდაკებაზე მუშაობა, სურვილიც არ მქონია. თოჯინა, ჩემთვის ცოცხალია, თან ქსოვილსაც ვიყენებ, უფრო საინტერესოა ჩემთვის. შეიძლება მოქანდაკეებს ეწყინოთ, მაგრამ ჩემი გადმოსახედდიან, თოჯინის შექმნა, უფრო რთული და ამავე დროს საინტერესოა.

 

Нет описания.

 

ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრება, მეტად მოგწონს…

 

გეთანხმებით, მე მგონი არ გავზრდილვარ, მხოლოდ ფიზიკურად გავიზარდე. ერთ საიდუმლოს გაგანდობ – მულტფილმებსაც ვუყურებ და ზღაპრებსაც ვკითხულობ. განსაკუთრებით, ძველ ქართულ და დისნეის მულტფილმებს.

 

კარგი არასდროს არაფერი „კვდება“, ვიმედოვნებ, თოჯინური ხელოვნებაც დაფასებული გახდება.

 

Нет описания.

 

რით ხარ გამორჩეული სხვა მეთოჯინეებისგან?

 

ბევრი ლამაზი თოჯინა და კარგი ნამუშევარი იქმნება, მაგრამ განსხვავებული ემოცია, ის ძალა, რაც ამ ნამუშევარშია და თოჯინაა, მაგრამ მისკენ გექაჩება. ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული, თვითნაბადი ნიჭია.

 

შეიძლება ძალიან ლამაზი, თვალხატულა თოჯინა გააკეთო, მაგრამ ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ ჩემ თოჯინებს, სწორედ ეს აქვს განსხვავებული.. მიუხედავად იმისა, რომ კაბა რომ გახადო, შიგნით არაფერი აცვია, მაგრამ ეს ჩემი განსხვავებული სტილია.

 

 

საერთოდ, მამაკაცის ნამუშევარი, ვერასდროს იქნება ისეთი დახვეწილი და სრულყოფილი, როგორსაც ქალბატონი გააკეთებს. იქ, სულ სხვა სიმშვიდე და სიწყნარეა. მამაკაცის ხელი, მაინც უხეში და მკაცრია.

 

სპორტდარბაზში ვვარჯიშობ და რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთმა გოგონამ შემომხედა, ალბათ მიცნო და მეორეს გადაუჩურჩულა, მგონი, ეს ის მეთოჯინე ბიჭიაო. უი, არა, მაგან რა თოჯინა უნდა გააკეთოს, შეხედე ერთიო.

 

 

შენი გარეგნობა, არ შეესაბამება შენს შემოქმედებას…

 

გეთანხმებით, არანაირად არ შეესაბამება მაქმანიანი თოჯინების ავტორს.

 

Возможно, это изображение (2 человека, в том числе ბაჩო ცანავა и торт)

 

 

შეყვარებული ხარ?

 

ამ ეტაპზე არა, მაგრამ როცა შეყვარებული ვიყავი, ძალიან ბევრი ნამუშევარი და პირველი ჩემი გამოფენა, სწორედ მისი დამსახურებაა. გამოუსწორებელი რომანტიკოსი და მეზღაპრე ვარ.

 

როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შენ შემოქმედებაზე?

 

სხვათა შორის, პოზიტიური. სწორედ მაშინ ვიდგამდი ფეხს და ფართო ასპარეზზეც გამოვედი. უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ჩემ შემოქმედებაში. უდიდესი როლი ითამაშეს, ასევე ოჯახის წევრებმაც.

 

მშობლების გავლენა, ყოველთვის იკვეთება ადამიანის წარმატებაში…

 

რა თქმა უნდა, დავიბადე და გავიზარდე თბილისურ ოჯახში, ძალიან დადებით ადამიანებში. არც ისე ლოიალურები იყვნენ, თავიდან ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა, არ მქონია.

 

როცა ამას სხვების დაინტერება მოყვა და სიუჟეტებიც გაკეთდა ჩემზე, უკვე კმაყოფილები იყვნენ. დედა ავად რომ იყო, ძირითადად, მე ვუვლიდი. როგორც კი, თავისუფალ დროს გამოვნახავდი, ვიწყებდი მუშაობას.

 

 

აღფრთოვანებული იყო ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ შექებით, არასდროს მანებივრებდა. ცოტა ზარმაცი ვარ, განწყობის ტიპაჟიც ვარ. ძალიან მერყევი და ცვალებადი ხასიათი მაქვს. როცა თოჯინის გაკეთებას ვიწყებ, ძალიან ვნერვიულობ, თავიდან ვერ ვეკარები, თითქოს მეშინია, ხშირად, ხელიც კი ამკანკალებია. ამ დროს, ვინმემ რომ მნახოს, ჩემ ემოციას დაინახავს – ოფლი მომდის და საშინლად ვნერვიულობ.

 

რაც ყველა შენ ნაუშევარს ეტყობა…

 

არ ყოფილა შემთხვევა, რომ წყნარად დავმჯდარიყავი და დამეწყო მუშაობა.

 

Возможно, это изображение (1 человек)

ღამის ცხოვრებაზე რას მეტყოდი…

 

თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვარ „წანწალა“ ტიპი, უფრო სახლის ტიპაჟი ვარ, არ მიყვარს ღამის გართობები და კლუბები. ჩემი მეგობრებიც კი სახლში გართობას ვამჯობინებთ. ცოტა ძველმოდურ ტიპაჟი ვარ, ჩემ თაობას, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამე არ უკავშირდება. შეიძლება ბევრმა ვერ წაროიდგინოს, მაგრამ ქართული ფილმი -„ქეთო და კოტე“, ჩემთვის საეტაპო ფილმია.

 

რატომ ხდება, რომ ახალი თაობის უმეტესობა, ხშირად „ძველისკენ“ იხრება?

 

ბებიაჩემს რომ გამოვიჭერ, სულ ვეკითხები, ჩემი წინაპრების შესახებ. საერთოდ, სიძველეები მიყვარს. ახალი თაობა, იმდენად კომპიუტერიზებულია, ძველი აღარ აინტერესებს, სხვა ინტერესები აქვთ. თითქოს მუცლიდან, კომპიუტერით და ტელეფონით იბადებიან.

 

რას უსურვებდი ბავშვებს?

 

ძალიან გასხვავებული აზრები მაქვს, ჩემ თაობასა და თანამედროვე თაობას შორის. ჩემი თაობისგან განსხვავებით, უფრო დამოუკიდებლები არიან. ვუსურვებდი, რომ ნიჭი, გონება და ის დამოუკიდებლობა, რაც ახალ თაობას აქვს, ისე გამოიყენონ, რომ ჩვენ ქვეყანას გამოადგეს.

 

Возможно, это изображение (2 человека)

 

ყველაფერი ძველი, კარგად დავიწყებული ახალია. ასე, რომ მეტნაკლებად დაბრუნდება ეს ყველაფერი, ერთ დღესაც მოგვბეზრდება ინტერნეტი და მოგვინდება ოჯახის წევრებთან დასხდომა, საუბარი, ეზოში თამაში. პირველ როგში, ყველაზე მთავარ, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

 

პანდემიის დროს, რა ნამუშევრები შექმენი?

 

სხვათა შორის, ქართველი ფეხბურთელების მინიატურული თოჯინები, სწორედ პანდემიის დროს გავაკეთე. 32 თოჯინა შევქმენი. სამწუხაროდ, ცუდად ვერკვევი ფეხბურთში და იმ პერიოდში გავეცანი ამ სფეროს. „ვთბ“ ბანკის დაკვეთა იყო და ეს თოჯინები, საიტზეც აიტვირთა.

 

Нет описания.

 

მილიონობით კომენტარი იყო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. უარყოფით კომენტარებზე, რაღაცნაირად გული დამწყდა. სხვათა შირის, პირველად მოხდა, რომ ნეგატიური კომენტარები მომწერეს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ შეიძლება, ყველას ყველაფერი მოსწონდეს.

 

ყველა პოზიტიური კომენტარიც, არ არის მისაღები…

 

ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ უმეტესობა, პოზიტიური კომენტარი იყო, რაც ჩემთვის სტიმულის მომცემია. ეს თოჯინები, მხოლოდ ბავშვებისთვის არ იქმნება, ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესოა.

 

ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო ინტერვიუსთვის. ისეთი დადებითი მუხტი მოდის თქვენგან, საუბარის დასრულება არ მინდა. წარმატებებს ვუსურვებ „პრაიმტაიმს“!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X