19:41 | 2021-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება!.. – ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს

მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება!.. – ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს

„ავირჩიოთ პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის გზა, ან მოგვიწევს შეზღუდვების ახლიდან შემოღება“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე განაცხადა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდა.

 

სრული საფრთხის წინაშე ვდგავართ!- თენგიზ ცერცვაძე
2021-03-24სრული საფრთხის წინაშე ვდგავართ!- თენგიზ ცერცვაძე

 

„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს მესამე ტალღა ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში ცერცვაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მესამე ტალღა ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, საფრანგეთში მესამე ტალღა უკვე დაიწყო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X