11:55 | 2020-01-23 ავტორი: Prime Time

შოკისმომგვრელი კადრები ესპანეთიდან, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

შოკისმომგვრელი კადრები ესპანეთიდან, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში დიდთოვლობაა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი და ხმელთაშუა ზღვისპირეთი დააზიანა.

 

ამ დროისათვის დახურულია ათობით საავტომობილო გზა. 120 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა დიდთოვლობის გამო სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

 

განგაშის მაღალი დონე ქვეყნის 9 პროვინციაშია გამოცხადებული.

ავტორი: Prime Time

X