00:00 | 2021-03-25 ავტორი: Prime Time

ისეთი მიყვარს, როგორიც არის, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან პატარა ბავშვივით გულუბრყვილო – გიორგი ვაშაძე მეუღლეზე

ისეთი მიყვარს, როგორიც არის, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან პატარა ბავშვივით გულუბრყვილო – გიორგი ვაშაძე მეუღლეზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთი სიჭინავა იუბილარია. პოლიტიკოსი მეორე ნახევარს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

 

 

„და მაინც, რა ბედნიერებაა შენს გვერდით ყოფნა! ათი წელი ისე სწრაფად გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. დიდი სიამოვნებით გავივლიდი ყველაფერს თავიდან!

 

„ცალი ხელით დედას ვუვლიდი და ცალით ნამუშევრებს ვქმნიდი“ - მეთოჯინე ბაჩო ჯადოსნური სამყაროდან
2021-03-24„ცალი ხელით დედას ვუვლიდი და ცალით ნამუშევრებს ვქმნიდი“ - მეთოჯინე ბაჩო ჯადოსნური სამყაროდან

 

ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი. ბევრჯერ მივხვდი, რომ როცა ძვირფასია ბევრი რამ მეორეხარისხოვანი ხდება. მივხვდი იმასაც, რომ ისეთი მიყვარს, როგორიც არის, თავისუფალი, მხიარული, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან კი პატარა ბავშვივით თბილი და გულუბრყვილო. მასაც ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. არასდროს გვიცდია ერთმანეთის შეცვლა, ორივე ერთმანეთით ვართ ბედნიერები. ორივემ ვიცით რომ იოლი არ არის, მაგრამ მაინც გვინდა ერთად გავიაროთ ცხოვრების გზა. Happy bday ქეთუნა!“, – წერს ვაშაძე Facebook-ზე.

ავტორი: Prime Time

X